ინსტიტუტის მისია

Home / ინსტიტუტის მისია

ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას გეოლოგიიის დარგში, კერძოდ, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის მიმართულებით. ამ დარგების სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ამიტომ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა საჭიროდ თვლის ამ დარგის სამეცნიერო საქმიანობა გააქტიუროს, რათა სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით საჭირო კვლევები სწორად იწარმოებოდეს. ასევე ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის მასშტაბით მიწისქვეშა მტკნარი და თერმული წყლების რესურსების აღნუსხვას და მათ სწორ განკარგვას. ამ საკითხების გადაწყვეტა კი სამეცნიერო კვლევების გარეშე შეუძლებელია.
დაკისრებული მისიის შესასრულებლად ინსტიტუტი მიზნად ისახავს მოძიებული და მოზიდული იქნას მსოფლიოში არსებული თანამედროვე მოწინავე ტექნიკა და ტექნოლოგიები, ათვისებული უნდა იქნას კვლევების თანამედროვე მეთოდები. ამ ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელი სამეცნიერო პოტენციალის ამაღლება მათ გარეშე შეუძლებელია. ეს მიმართულება ასევე მიზნად ისახავს, რომ ინსტიტუტმა თავისკენ უნდა მოიზიდოს ახალგაზრდა კადრები, მისცეს მათ შესაბამისი განათლება, გამოუმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ გამოადგებათ ამ საქმიანობაში. ამ მიზნის მისაღწევად კი ისევ და ისევ საჭიროა კარგად გავეცნოთ და დავეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს და ავითვისოთ კვლევის თანამედროვე მეთოდები.
ამ მისიის შესასრულებლად, ასევე, ინსტიტუტი მიზნად ისახავს მონახოს გამოცდილი უცხოური პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც გვერდში დაუდგებიან მას, გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და დაამყარებენ იმ კონტაქტებს, რომლის მეშვეობითაც ინსტიტუტში დაინერგება კვლევების თანამედროვე მიდგომები.