ღია კონკურსი

Home / ღია კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით ჰიდროგეოლოგიის განყოფილებაშისამეცნიერო თანამდებობის (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1 საშტატო ერთეული) დასაკავებლად.

L განცხადების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17-18 ივლისს 10.00-დან 17.00-მდე  მითითებულ მისამართზე, tel: 213-08-65, 213-08-64 . საკონტაქტო პირი – ნათელა გელაშვილი, ტელ. 597- 544 – 222.

კონკურსი  ჩატარდება 2025 წლის 21 ივლისს;

ინსტიტუტის სამეცნიერი საბჭოს მიერ ჰიდროგეოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომელის  ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბ­რე­ბა და კენჭისყრა ჩა­ტარ­დე­­ბა 2025 წლის 21 ივლისს 11 საათზე. კენჭისყრის შედეგები საარჩევნო კომისიის მიერ გა­მო­ცხად­დება კენჭისყრის დასრულებისთანავე 21 ივლისს და გამოიკვრება ინ­ს­ტიტუტში თვალსაჩინო ად­გილზე და გამოქვეყნდება ვებ-გვერ­დზე (https://hsgi.gtu.ge/).

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 23 ივლისის  ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: (https://hsgi.gtu.ge/)

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

 უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;გ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე (https://hsgi.gtu.ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს/კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.